2023 წლის პირველი ინვრიდან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დანაშაულის ჩამდენი პირისაგან.
ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის გაცემის წესის მიხედვით, დანაშაულის შედეგად მსხვერპლის გარდაცვალების შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის დროისთვის მის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს, უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია როგორც არასრულწლოვანების პერიოდში, ისე სრულწლოვანების მიღწევიდან 3 წლის განმავლობაში.
თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მსხვერპლს და მის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში.
მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს გადაწვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარით.
კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ხოლო დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, ხოლო მთავრობის # 523 დადგენილებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ წესად დამტკიცდა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი