ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაგეგმილი 1430,3 ათ. ლარის ნაცვლად, 1163,0 ათ. ლარი მიიღო; სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან, კერძოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კი – დაგეგმილი 142,0 ათ. ლარიდან მიღებულია 52,1 ათ. ლარი.

2015 წლის პირველ კვარტალში, გასული 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების ოდენობა შემცირებულია 230,9 ათ. ლარით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან საკრებულოსთვის წარდგენილ ინფორმაციაში ნათქვამია:

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გათანაბრებითი ტრანსფერი დაგეგმილი 1252,0 ათ. ლარიდან მიღებულია 1076,4 ათ. ლარი.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტისათვის კუთვნილი წლიური ტრანსფერებიდან გათანაბრებით და მიზნობრივ ტრანსფერებს ყოველთვიურად სტაბილურად გვირიცხვს მუნიციპალიტეტისათვის კუთვნილი თანხის 1/12-ს და მუნიციპალიტეტს აღებული ვალდებულებების შესრულება უწევს აღნიშნული ტრანსფერების 1/12-ისა და საკუთარი სახსრებით მიღებული შემოსავლების და გადასახადების ხარჯზე.

ამასთან, შეუძლებელია გათვალისწინებული არ იყოს ის რეალობა, რომ გადასახადები და შემოსავლების ძირითადი სახეები სავადო გადასახდელებია და ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება უკვე დაწესებული ვადების მიხედვით წლის მეორე ნახევარში.

ამასთან, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ გააჩნია თავისუფალი ნაშთის გამოყენების შესაძლებლობა, საჭირო არ გამხდარა დაგეგმილი ტრანსფერების ჩამორიცხვის მოთხოვნა.“