„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ (დირექტორი რეზო შერგელაშვილი) ორგანიზებით გამართულ ამ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 24 საჯარო სკოლის 55 მოსწავლე ჩაერთო.
მოსწავლეთა ნახატები ხელოვნების მასწავლებლებმა – ზეინაბ ბუაჩიძემ, მანანა თხელიძემ, ჟუჟუნა კალანდაძემ, ხარაგაულის სახალხო თეატრის მხატვარმა გაიოზ შუბითიძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელმა გია მეიფარიანმა შეაფასეს.
გამარჯვებულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ.
უმცროსკლასელთა შორის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – ანასტასია შარიქაძე (ლეღვანი);
II ადგილი – მარიამ ღონღაძე (მოლითი);
III ადგილი – ანა ჭიჭინაძე (კიცხი).
უფროსკლასელთა შორის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი – თამარ კურტანიძე (ვერტყვიჭალა);
II ადგილი – ნათია გუდაძე (წიფა), ეკა ლომიძე (ვერტყვიჭალა);
III ადგილი – ანა ჭანკვეტაძე (ლაშე), მარიამ მდივნიშვილი (სასულიერო გიმნაზია).
ჟიურის სიმპატია მარელისის სკოლის მოსწავლე მარიამ არევაძე გახდა.
ხატვის კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელი გადაეცა.
წიფის სკოლის მოსწავლე ნათია გუდაძე ამბობს, რომ მისთვის ხატვის კონკურსში გამარჯვება გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობა და დიდი სტიმულია.
ჟიურის წევრი გია მეიფარიანი მიიჩნევს, რომ თამარ კურტანიძის ნამუშევრები მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა. მისივე თქმით, ანასტასია შარიქაძის ნახატში პერსპექტივის აღქმა ძალიან კარგად ჩანდა, რაც მის ასაკის მოსწავლეებში იშვიათობაა.
„ხატვის კონკურსი მნიშვნელოვანია იმათ,რომ ბავშვები ვითარდებიან და ხატვის მანერას ხვეწენ, – ამბობს გია მეიფრიანი, – დამაფიქრა იმან, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ფურცელზე ინტერნეტში ნანახი ნამუშევრები გადმოაქვს. ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ ხატვის დროს მეტი ფანტაზია ჩართონ და თავისუფლები იყვნენ“.
ხატვის კონკურსი ხარაგაულში 2014 წლიდან ტარდება.
ფოტოზე: ხატვის კონკურსში გამარჯვებულები „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორთან, რეზო შერგელაშვილთან ერთად
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი