ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“ მოეწყო. კონკურსი საგანმანათლებლო რესურსცენტრის, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების ორგანიზატორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 46 მოსწავლე ჩაერთო. „მათ სამი თემა შევთავაზეთ: „საქართველოო ლამაზო,“ „სიზმარი“ და „შემოდგომის ფანტაზიები.“ მონაწილეებს ოთხი საათის განმავლობაში უნდა შეექმნათ ნახატები, – გვიამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ისტორიულ მუზეუმში მოეწყო ყველა ნახატის გამოფენა. პირველ ადგილზე გასული მოსწავლეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ნახატებისთვის კი ცალკე კუთხე მოეწყო. სიგელებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.
ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით – მარინე გოგია – მოსწავლეთა სახლის ხატვის წრის მასწავლებელი, ზეინაბ ბუაჩიძე – პედაგოგი, მხატვარი და ხატმწერი, ჟუჟუნა კალანდაძე – კიცხის საჯარო სკოლის ხატვის მასწავლებელი, გაიოზ შუბითიძე – ხარაგაულის სახალხო თეატრის მხატვარი. ჟიურის წევრებმა ბევრი ვიმსჯელეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გული არავის დაწყვეტოდა. ვფიქრობ, ობიექტური გადაწყვეტილება მივიღეთ.“
ჟიურის წევრი მარინე გოგია ამბობს, რომ ბუნებაში ხატვის პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. მისივე თქმით, თემები საინტერესო იყო და ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს შეეძლოთ შესაძლებლობების გამოვლენა. „კონკურსზე შეიქმნა რამდენიმე კარგი და გამორჩეული ნახატი,“ – ამბობს მარინე გოგია და მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის კონკურსები მოსაწონი და მისასალმებელია, რადგან ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფანტაზიის, გემოვნების, ესთეტიკის, საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებისა და გამოვლენისთვის.
ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, კონკურსს დიდი დაინტერსება მოჰყვა და მასში მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ. „კმაყოფილებას გამოხატავდნენ მონაწილეები და მათი პედაგოგები, – გვიამბობხ ზეინაბ ბუაჩიძე, – მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს და საინტერესო ნახატები შექმნეს. კარგი იქნება, თუ კონკურსი ყოველ წელს ჩატარდება. ეს ხელს შეუწყობს მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ბაშვების წარმოჩენას, მათ ესთეტიკურ და სულიერ აღზრდას. ჩემი აზრით, სასურველია, რომ სკოლებში ხატვას პროფესიონალები და სპეცალისტები ასწავლიდნენ.“
ჟუჟუნა კალანდაძე მიიჩნევს, რომ კონკურსანტებმა საკუთარი ფანტაზია გამოამჟღავნეს საკონკურსო თემაზე „სიზმარი“ მუშაობით. მისივე თქმით, საქართველოს თემაზე ცოტა ნახატი შეიქმნა და მოსწავლეებმა ძირითადად საქართველოს რუქა და იარაღიანი მებრძოლები დახატეს. „საერთო ჯამში საინტერესო ნახატები შეიქმნა და მათში იგრძნობოდა ნიჭიერება, – ამბობს ჟუჟუნა კალანდაძე, – ასეთ კონკურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა სხვებიც დაინტერესდნენ და სურთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.“
გაიოზ შუბითიძე: -ასეთი ტიპის კონკურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს. იზრდება ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების ინტერესი. ეს კი ხელს შეუწყობს მათში ხელოვნების, სილამაზის აღქმის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
კონკურსში გამარჯვებული თეონა ჭყოიძე პატარაობიდანვე ხატავს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სერიოზულად ხატვით მეშვიდე-მერვე კლასიდან დაინტერესდა. ძირითადად პორტრეტებს ხატავს. რაც შეეხება პროექტს, თეონა მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს შანსი მიეცათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად და ეს კონკურსი მათი მომავალი წარმატების საწინდარია. თეონას სურს მომავალ პროფესიად მხატვრობა აირჩიოს. ის უზომოდ მადლიერია ხატვის მასწავლებელ იზოლდა გველესიანის და თვლის, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი მასწავლებელს მიუძღვის.
თინათინ გელაშვილი გვიამბობს, რომ ხატვა ძალიან უყვარს და ხატავს იმ დროს, როცა ხატვის მუზა ეწვევა. „ძირითადად ხეებს ვხატავ, – ამბობს თინათინი, – ხატვის კონკურსზე ავირჩიე თემა „შემოდგომის ფანტაზიები.“ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ზეინაბ მასწავლებელს, მამაჩემს და ჩემს ძმას, ნიკუშას. შეიძლება პროფესიად ავირჩიო მხატვრობა. კონკურსი მომეწონა და იმედია, კიდევ ჩატარდება.“
კონკურსის გამარჯვებულ ნინო ჭიპაშვილს ხატვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და ამბობს, რომ ხატვა მისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ნინომ კონკურსზე აირჩია თემა „სიზმარი.“ მაინცდამაინც არ უყვარს, როცა ხატვისთვის დროს უსაზღვრავენ და არც შეკვეთით ხატვა შეუძლია, თუმცა კონკურსში მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. „ახლა როგორც ვხატავ, ეს მოსწავლეთა სახლის ხატვის წრის მასწავლებლის, მარინე გოგიას დამსახურებაა,“ – ამბობს ნინო და ცდილობს, ფერებში ჩააქსოვოს ის გრძნობები, რასაც ხატვის დროს განიცდის. ნინოს ოცნებაა მხატვარი გამოვიდეს.
ნომინაციაში „საუკეთესო ჩანაფიქრი“ გაიმარჯვეს:
ია ბერაძემ – ხიდარი, 15 წლის,
თამაზ გოგოლაძემ – ვერტყვიჭალა, 12 წლის,
ფატი კაკოიშვილმა – ბორი, 14 წლის,
გუგა ბერაძემ – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, 12 წლის.
ნომინაციაში „ორიგინალური მხატვრობა“ გაიმარჯვა:
მეგი იჩქიტიძემ- ღორეშა, 14 წლის.
ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ დაჯილდოვდნენ:
ირაკლი ჩაჩანიძე – ხიდარი, 12 წლის,
საბა ებანოიძე – სასულიერო გიმნაზია, 12 წლის,
ნინო გელაშვილი – სასულიერო გიმნაზია, 14 წლის,
ნათია რამინიშვილი – ღორეშა, 14 წლის,
თინათინ პაქსაშვილი – ვაშლევი, 14 წლის.
„შემოდგომის პალიტრა“ 2014 გამარჯვებულები არიან:
თინათინ გელაშვილი – სასულიერო გიმნაზია, 13 წლის,
თეონა ჭყოიძე – მარელისი, 16 წლის,
ნინო ჭიპაშვილი – სასულიერო გიმნაზია, 16 წლის.
მეორე ადგილი ერგოთ:
თინათინ ხიჯაკაძეს – ვარძია, 15 წლის,
ნანა მდინარაძეს – კიცხი, 13 წლს,
ანა მდინარაძეს – კიცხი, 17 წლის.
მესამე ადგილზე გავიდნენ:
ანა გურგენიძე – სასულიერო გიმნაზია, 13 წლის,
ანა გორგაძე – ბორითი, 13 წლის,
მარიამ ფცქიალაძე – მარელისი, 16 წლის.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ხატვის კონკურსი „შემოდგომის პალიტრა;
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებისას
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი