ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გაზიფიცირებას მოითხოვს.
დაბა ხარაგაულის გარდა, 79 სოფლიდან, ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტის მხოლოდ 8 სოფელს მიეწოდება.
მთავრობის განკარგულებით, 2022 წელს ხარაგაულში მხოლოდ ხუთი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე, პაატა კვიჟინაძე გვპირდებოდა, რომ უმთავრესი პრობლემების – წყალმომარაგების, გზისა და გაზიფიცირების ეტაპობრივად მოგვარებაზე კანონმდებლობისა თუ სამინისტროებთან მუშაობის კუთხით იზრუნებდა.
რა კონკრეტული საქმიანობა გასწია ამ პირობის შესასრულებლად, – ამ შეკითხვით პარლამენტარ პაატა კვიჟინაძეს მივმართეთ.
„მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის გაზიფიცირების გეგმა უკვე დამტკიცებულია, – ამბობს პაატა კვიჟნაძე, – თუმცა წლის განმავლობაში დადგენილება კიდევ გამოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართე, რომ მოამზადონ იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც ცენტრალური გაზსადენი ახლოს გადის და მათი გაზიფიცირება ადვილად შესაძლებელია. ვეცდები, რომ მთავრობის ახალ დადგენილებაში ხარაგაულის სოფლები მაქსიმალურად გაითვალისწინონ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიაში მაჟორიტარი დეპუტატის წინადადებაზე იმსჯელეს და მუშაობა გრძელდება.
„კონკრეტულად გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ახლოსაა კიცხის ზონის ყველა სოფელი, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ბორი, სადაც წინასაპროექტო მოკვლევა ჩატარებულია, წყალაფორეთის, ხიდარის, სარგვეშისა და საღანძილის თემის სოფლები.
სხვა სოფლებიც არ გვინდა რომ დაიჩაგროს, სადაც გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი ახლოს არაა. უნდა ვიმუშაოთ ამაზეც, რადგან გაზიფიცირება ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ჭიათურის 60 სოფლიდან 18 სოფელი (პერევისა, ითხვისი, დარკვეთი, ნავარძეთი, წინსოფელი, ჭილოვანი, რგანი, შუქრუთი, ზედა რგანი, ბუნიკაური, სარქველეთუბანი, მღვიმევი, კალაური, კაცხი, გუნდაეთი, მერევი, წასრი და ბიღა) გაზიფიცირებულია.
2022 წელს ჭიათურაში მორძგვეთის, სკინდორის, ეწერის, სალიეთის, ქვაციხეს, საკურწესა და რცხილათის გაზიფიცირება იგეგმება.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
„ომის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება“ – პაატა კვიჟინაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი