ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის სტუდენტი ნინო მაღრაძე, თანაკურსელ ელენე კაჭკაჭიშვილთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ( IMF)-ის საერთაშორისო კონკურსის „Fund Challenge“ გამარჯვებულია.
კონკურსი, უკვე მეოთხე წელია, მსოფლიო მასშტაბით ტარდება და მასში მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტების ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობენ. უკვე მეოთხე წელია, ამ კონკურსის გამარჯვებულები ISET-ის სტუდენტები ხდებიან.
„ამ კონკურსის შესახებ ISET-ში გავიგე და დავინტერესდი, – გვიამბობს ნინო მაღრაძე, – კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ორწევრიან გუნდებს შეუძლიათ და ამიტომ ჩემს კურსელს, ელენე კაჭკაჭიშვილს, შევთავაზე კონკურსში ჩავრთულიყავით.
კონკურსის პირველ ეტაპზე გავიარეთ IMF-ის ონლაინ კურსი (Macroeconomic Diagnostics) ივნისიდან სექტემბრამდე, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც დაგვევალა ბრაზილიის ეკონომიკის გაანალიზება – გამოვიკვლიეთ წარსულის და მიმდინარე ტენდენციები, სამომავლო პროგნოზებიც გავაკეთეთ და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციები შევიმუშავეთ.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ IMF-ის აფრიკის(AFR), აზიისა და წყნარი ოკეანის (APD), შუა და ცენტრალური აზიის (MCD) დეპარტამენტების წევრი ქვეყნები. თითოეული რეგიონიდან 2-2 გამარჯვებული შეირჩა. ჩვენ MCD-ის ქვეყნებს შორის აგვარჩიეს, რომელშიც შედის საქართველო (MCD-ის ქვეყნებში სულ 32 ქვეყანა ერთიანდება).
გამარჯვებულმა გუნდებმა ვირტუალურად წარვადგინეთ ჩვენი ნაშრომი საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის ოქტომბრის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში. ამ დროს შესაძლებლობა მოგვეცა შევხვედროდით პოლიტიკის გამტარებლებს, აკადემიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო“.
ნინო მაღრაძე ვახანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ნინოს.
თამთა გოგოლაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
კონკურსში – „ახალგაზრდა ეკონომისტები“ ნინო და ქეთევან მაღრაძეებმა გაიმარჯვეს
ანუშკა ჩხეიძე ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ისწავლის
მარიამ ყურაშვილი – ჩემმა დამ მომახარა, „ასპროცენტიანი“ სტუდენტი ხარო
ალექსიმ გერმანელ ბავშვებსა და მასწავლებელს ქართულის სწავლა დააწყებინა
ხარაგაულელი მასწავლებელი მზეო ბერაძე მაიკროსოფტის ინოვაციური განათლების ექსპერტი გახდა
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“