ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ნინო მაღრაძე და ქეთევან მაღრაძე საგანმანათლებლო კონკურსის – „ახალგაზრდა ეკონომისტები“ გამარჯვებულები გახდნენ.

ეს კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩატარდა და მასში საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

საკონკურსო პირობების მიხედვით, მონაწილეებს უნდა წარედგინათ ნაშრომები მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის თემებზე.

ნინო მაღრაძის ნაშრომი – „ეკონომიკის დაკრედიტებასა და მასზე მოქმედ ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებები როგორც Covid-19-ის პანდემიამდე, ისე მის შემდეგ პერიოდში“ – შეეხებოდა ფინანსური სტაბილურობის მიმართულებას და პანდემიის გავლენას ამ პროცესებზე.

ქეთევან მაღრაძემ კი წარადგინა ნაშრომი „მცირე ზომის ღია ეკონომიკების, მათ შორის საქართველოს, შედარება მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს კუთხით“.

ნინო და ქეთევანი სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ეროვნულ ბანკში. გამარჯვებულის შესახებ მომზადდება ვიდეორგოლები, სადაც თავიანთ ნაშრომებზე ისაუბრებენ.

ნინო მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ნინოსა და ქეთევანს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულელმა ნინო მაღრაძემ კონკურსში გაიმარჯვა

ხარაგაულელი ნინო მაღრაძე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულია

ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ხარაგაულელი ნინო მაღრაძეა