„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“ გაიმართა.
ხატვის კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 24 საჯარო სკოლის 55 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულები, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, სავარაუდოდ, ორ კვირაში გამოვლინდებიან.
მოსწავლეთა ნახატებს შეაფასებენ ხელოვნების მასწავლებლები – ზეინაბ ბუაჩიძე, მანანა თხელიძე, ჟუჟუნა კალანდაძე, ხარაგაულის სახალხო თეატრის მხატვარი გაიოზ შუბითიძე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელი გია მეიფარიანი.
„ხატვის კონკურსი მომავალ თაობას ხატვისადმი ინტერესსა და მოტივაციას უძლიერებს, – ამბობს მხატვარი გაიოზ შუბითიძე, – ამიტომ მივესალმები ყველა კონკურსს, რომელიც ახალგაზრდებს გააძლიერებს“.
„ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი კონკურსია, – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – ხატვის ამ ტრადიციულ კონკურსზე თანდათან უკეთესი ნამუშევრები იქმნება. ჩვენი მიზანიც ეს არის“.
ხატვის კონკურსი ხარაგაულში 2014 წლიდან ტარდება.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“