

საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია.
გთავაზობთ პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის, ქონებრივ დეკლარაციებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2002 წლის 8 აპრილს შეავსო. იმ დროს ის საქართველოს კონტროლის პალატაში მთავარ კონტროლიორად მუშაობდა. დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ლიანა ორჯონიკიძე ფლობს 40 ათასი ლარი ღირებულების საცხოვრებელ ბინას თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. ნოდარ ებანოიძის საკუთრებაშია 10 ათასი ლარი ღირებულების აგარაკი ზედუბანში და 5 ათასი ლარი ღირებულების მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიდამოებში. დეკლარაციის შევსებისას ნოდარ ებანოიძეს ჰქონდა 1 800 ლარი ნაღდი ფული. დეკლარაციის თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში ნოდარ ებანოიძეს 1000 ლარი აჩუქა ძმამ ირაკლი ებანოიძემ, ხოლო 500 ლარი მეორე ძმამ, ოთარ ებანოიძემ, მის ქალიშვილს – ნათია ებანოიძეს.
საანგარიშო წლის განმავლობაში, მთავარი კონტროლიორის თანამდეობაზე მუშაობისას ნოდარ ებანოიძემ 1 586 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ ლიანა ორჯონიკიძემ თბილისის #161-ე სკოლის პედაგოგად მუშაობით – 370 ლარი.
ნოდარ ებანოიძემ მეორედ დეკლარაცია 2003 წლის 17 აპრილს შეავსო. ის მაშინაც საქართველოს კონტროლის პალატაში მთავარი კონტროლიორის თანამდებობას იკავებდა. დეკლარაციის თანახმად, წინა წლისგან განსხვავებით, მისი მეუღლის ქონებას დაემატა 2 000 ლარი ღირებულების ავტოფარეხი, მდებარე ქ. თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. ამ დეკლარაციის შევსებისას ნოდარ ებანოიძე ხელზე ფლობდა 500 ლარს, მისი მეუღლე და შვილები – 1 400 ლარს. საანგარიშო წლის განმავლობაში მთავარ კონტროლიორად მუშაობისას ნოდარ ებანოიძის შემოსავალმა 1 694 ლარი შეადგინა.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნოდარ ებანოიძის შვილებმა ბიძებისგან მიიღეს 900 ლარი საჩუქრად, მეუღლემ – 500 ლარი მამისგან.
2004 წლის 26 აპრილს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ებანოიძემ კონტროლის პალატის მთავარ კონტროლიორად მუშაობისას საანგარიშო წელში 1 369 ლარის შემოსავალი მიიღო, მისმა მეუღლემ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში მუშაობით – 910 ლარი.
2012 წლის 21 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ებანოიძეს დეკლარაციაში დაემატა ქალიშვილის სახელზე გაფორმებული 56 კვმ ფართის მქონე ბინა დიდ დიღომში. ამ პერიოდისთვის ნოდარ ებანოიძე ფლობს ავტომანქანას „ჰონდა,“ მისი ვაჟი, ლევან ებანოიძე – ავტომანქანას „სუზუკი.“
დეკლარაციის შევსებისას ნოდარ ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 15 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ამგარიშზე – 1 575 ლარი; მის მეუღლეს ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 800 ლარი. ნოდარ ებანოიძის ვაჟს – ლევან ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ ერთ საკრედიტო ანგარიშზე ჰქონდა 800 ლარი, მეორე საკრედიტო ანგარიშზე – 250 ლარი.
დეკლარაციის შევსებისას ნოდარ ებანოიძეს ჰქონდა 7 ათასი ლარი ნაღდი ფული.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნოდარ ებანოიძე არის შპს „კომპაუდის“ პარტნიორი, ხოლო მისი ვაჟი ლევანი – შპს „ინტელექტაუდიტის“ პარტნიორი.
ნოდარ ებანოიძემ 2011 წელს აუდიტორულ კომპანიაში სამუშაოს შესრულებით 18 062 ლარის შემოსავალი მიიღო, მისმა მეუღლემ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის მომსახურების ცენტრში მუშაობისას – 8 891 ლარი, ქალიშვილმა ნათიამ სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო განყოფილების ექსპერტად მუშაობით – 4 900 ლარი, ხოლო ვაჟმა – ლევანმა – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე საქმიანობით – 11 953 ლარი.
ნოდარ ებანოიძემ 2012 წლის 17 ივლისს „საქართველოს ბანკში“ აიღო 13 ათასი დოლარის იპოთეკური სესხი. მისმა შვილმა ლევან ებანოიძემ შეიძინა 4 ათასი დოლარი ღირებულების ავტომანქანა „სუზუკი,“ ხოლო ნოდარ ებანოიძემ 4 500 დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ჰონდა“. 2012 წელს შეიძინა კარკასულ მდგომარებაში მყოფი ბინა 28 ათას დოლარად ნათია ებანოიძემ. ნოდარ ებანოიძემ 11 400 ლარი მიიღო თბილისის ზღვის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთის ექსპროპიაციის შედეგად.
2013 წლის 26 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ებანოიძემ შეიძინა სოფელ წავკისში 1 000 კვმ მიწის ნაკვეთი.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნოდარ ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1 320 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 2 444 ლარი;
საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 1 576 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 4 987 ლარი.
მის მეუღლეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 240 ლარი, მის ქალიშვილს „ბაზის ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 120 ლარი, მის ვაჟს – სტანდარტ ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 800 ლარი, „თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე – 6 500 ლარი, ტაოპრივატბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 1 500 ლარი.
2012 წელს ნოდარ ებანოიძემ შპს „კომპაუდის“ საწარმოს საქმიანობით მიიღო 3 441 ლარი, ხოლო ამავე კომპანიაში სამუშაოს შესრულებით – 22 875 ლარი. მისმა მეუღლემ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის მომსახურების ცენტრში მუშაობით მიიღო 7 700 ლარი, მისმა ქალიშვილმა სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო განყოფილების ექსპერტად მუშაობით მიიღო 1 200 ლარი, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში მეცნიერთანამშრომლად მუშაობით – 2 ათასი ლარი. 2012 წელს ლევან ებანოიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობისას 15 820 ლარი მიიღო.
2012 წელს პარლამენტის წევრად მუშაობით ნოდარ ებანოიძის შემოსავალი 15 516 ლარი გახლდათ.
2012 წელს მან რესპუბლიკურ პარტიას 10 ათასი ლარი შეწირა.
2013 წელს ნოდარ ებანოიძემ 5 ათასი დოლარი იპოთეკური სესხი აიღო „საქართველოს ბანკიდან,“ 10 ათასი ლარის სამომხმარებლო სესხი „თი-ბი-სი ბანკისგან,“ 10 ათასი ლარის სამომხმარებლო სესხი – „საქართველოს ბანკისგან.“ „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ბარათზე დეკლარაციის შევსების მომენტში ნოდარ ებანოიძეს 5 100 ლარი ჰქონდა, ხოლო „თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტო ბარათზე – 5 000 ლარი.
2014 წლის 29 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ებანოიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1454 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 6887 ლარი. „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 556 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე – 5 100 ლარი, სახელფასო ანგარიშზე 864 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე 516 დოლარი.
მის მეუღლეს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 510 ლარი, ლევან ებანოიძეს სტანდარტ ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 780 ლარი.
წინა წელს ლიანა ორჯონიკიძემ ხელფასის სახით მიიღო 5 164 ლარი მიიღო, ნათია ებანოიძემ – 1 900 ლარი, ლევან ებანოიძემ – 14 080 ლარი, ნოდარ ებანოიძემ – 58 259 ლარი.
2014 წელს ნოდარ ებანოიძემ აიღო იპოთეკური სესხი 4 000 დოლარი „საქართველოს ბანკისგან.“
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი