რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი, სავარაუდოდ, 17 ოქტომბრის კვირაში გამოცხადდება.

ეს ინფორმაცია რიკოთის ავტობანის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელ დავით სუჯაშვილისგან მოვიპოვეთ.

ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ამ ბაღის ყოფილი შენობა 2021 წლის მარტში დაანგრიეს. ამის გამო ხევის საბავშვო ბაღმა გასული სასწავლო წელი ნაქირავებ სახლში გაატარა, სადაც სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ წარიმართა და ვადაზე ადრე სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით იმის გამო შეწყდა, რომ კერძო სახლის სამზარეულო და სველი წერტილები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

ამჟამად ხევის საბავშვო ბაღის 27 აღსაზრდელიდან 10 მათგანი ხევის სკოლაში განთავსებულ სასკოლო მზაობის ჯგუფში სწავლობს. დანარჩენი ბავშვები სკოლამდელი განათლების მიღმა აღმოჩნდნენ, რითაც მათი უფლებები შეილახა.

ამავე თემაზე

ხევის საბავშვო ბაღის მხოლოდ ათი აღსაზრდელისთვის ერთი ოთახი სკოლაში გამოიყო