მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მაღალი ანაზღაურების მქონე საჯარო მოხელეებიც აღმოჩნდნენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ თითქოს ყველა სამშვილიან ოჯახს ეკუთვნის და ენიშნება ფულადი დახმარება.

ამ ფაქტის გამო „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას არაერთი მკითხველი დაგვიკავშირდა იმის გასარკვევად, თუ ვის, რატომ და როგორ ენიშნება ბავშვებზე სოციალური დახმარება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, ნათქვამია, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნა დამოკიდებულია კონკრეტული ოჯახის სარეიტინგო ქულაზე.

120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, 16 წლამდე ასაკის ყოველ წევრზე ყოველთვიურად იღებს 150 ლარის ოდენობის შემწეობას.

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება ყოველთვიურად 60 ლარით ოჯახის თითოეულ წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტია, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარით ოჯახის თითოეულ წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება ყოველთვიურად 40 ლარით ოჯახის თითოეულ წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება ყოველთვიურად 30 ლარით ოჯახის თითოეულ წევრზე;

ოჯახირომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია – 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, 16 წლამდე ასაკის ყოველ წევრზე მიიღებს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის შემწეობას.

 რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი?

ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ოჯახის განცხადება;
  • ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
  • თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას;
  • ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება ისეთ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა მეტია 65 001 და ნაკლებია 120 001.

 რა შემთხვევაში შეიძლება ოჯახს შეუწყდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია?

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა გამოიყენება სააგენტოსთვის ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება და სხვ.) შეუსრულებლობის შემთხვევაში.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს რამდენიმე რეგიონში (იმერეთი, გურია, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი), დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს.

ამ პროგრამით, ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში მცხოვრები ოჯახები მხოლოდ მესამე და მომდევნო შვილის დაბადებისას, ბავშვის 2 წლის ასაკის შესრულებამდე, იღებენ მაღალმთიან რეგიონში – 200 ლარს, ხოლო სხვა დასახლებაში – 150 ლარს (ეს დახმარება უფროს ანუ პირველ და მეორე შვილებზე არ ვრცელდება).

მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი.

ვრცლად სოციალური პროგრამებს გაეცანით ვებგვერდზე ssa.gov.ge