
ხუნევის საბავშვო ბაღში დღეს, 3 ოქტომბერს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალ შენობაში განახლდა.
30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ხუნევში ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, აშენდა.
ამ საბავშვო ბაღის გამგის, ნინო ჭუბაბრიას ინფორმაციით, ამჟამად 16 აღსაზრდელი ჰყავთ. მათ სწავლა-აღზრდაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და კვებაზე შვიდი თანამშრომელი იზრუნებს.
„ჩვენს აღსაზრდელებს საუკეთესო პირობები ექნებათ, – ამბობს ნინო ჭუბაბრია, – სამზარეულოში, საძინებელსა და სველ წერტილებში ჰიგინური ნორმები დაცული იქნება. ბავშვები თავისი ასაკის შესაფერისი უნიტაზებითა და ხელსაბანებით ისარგებლებენ. ძველ შენობაში მხოლოდ ერთი ხელსაბანი და ერთი ტუალეტი გვქონდა. აქ კი ყველა სტანდარტი დაცულია. ახალი გარემო პატარებს ძალიან მოეწონათ და სასწავლო პროცესი სიხარულით განვაახლეთ.
ხუნევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ლაცაბიძემ და სასწავლო პროგრამების კოორდინატორმა თამარ ავალიშვილმა მიულოცეს.
„დღეს რამდენიმე აღსაზრდელი საბავშვო ბაღში პირველად მოვიდა, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – ბავშვებს ახალი სათამაშოები მივუტანეთ. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ აღმზრდელებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს“.
ხუნევის ბაღის მშენებლობაზე 588 000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღის შენობა ხუნევის სკოლისა და საექიმო ამბულატორიის მიმდებარედ ამხანაგობა „ბარსონბილდსმა“ (დირექტორი ბექა ბარსონიძე) ააშენა.
ხუნევის საბავშვო ბაღის პრობლემას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სისტემატურად აშუქებდა.
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად