ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალში საქართველოს 32 სკოლის ეკოკლუბი მონაწილეობდა.

ამ კლუბების წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.

ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები:

  • I ადგილი – აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი);
  • II ადგილი – რუსთავის #18 საჯარო სკოლა;
  • III ადგილი – როკითის საჯარო სკოლა (ბაღდათის მუნიციპალიტეტი).

გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის:

  • I ადგილის მფლობელი – 5,000 ლარი;
  • II ადგილის მფლობელი – 4,000 ლარი;
  • III ადგილის მფლობელი – 3,000 ლარი.

დასახელდნენ კონკურსის პარტნიორების რჩეული ეკოკლუბები და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 7 რჩეულ სკოლას 250 ლარიანი წიგნების ვაუჩერი, ხოლო 3 რჩეულ სკოლას 500,400 და 300 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერები გადასცა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული სკოლები გახდნენ – კასპის #3 საჯარო სკოლა, ბადიაურის საჯარო სკოლა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), ტყიბულის #2 საჯარო სკოლა, რცხმელურის საჯარო სკოლა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი), საჩხერის #2 საჯარო სკოლა, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, ბობოყვათის საჯარო სკოლა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა, მარადისის საჯარო სკოლა (მარნეულის მუნიციპალიტეტი), ეშტიის საჯარო სკოლა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი).

ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული ეშტიის საჯარო სკოლა გახდა. სააგენტომ ეშტიის სკოლას ეკოკლუბს ტელესკოპი გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ჟიურის მუდმივმა წევრმა, კარლო ამირგულაშვილმა გამოავლინა. მათი რჩეული ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა გახდა. სკოლის ეკოკლუბის მომხსენებლები ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გახდებიან.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოვალინა „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი მასწავლებელი – ნონა ტოტლიკაშვილი, დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლიდან. ასევე, ცენტრმა სპეციალურ ნომინაციაში – „წლის ეკო-სპიკერი“ დაასახელა – ანიტა ლაზიშვილი, ალამბრის საჯარო სკოლიდან (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) და მას წიგნების 200 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ილიას სახელმწიფო უნივერსტეტმა რჩეულ სკოლებს წიგნის სახლი „ლიგამუსის“ 150 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

ილიაუნის რჩეული სკოლები გახდნენ: ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა (დუშეთის მუნიციპალიტეტი), შულავერის საჯარო სკოლა (მარნეულის მუნიციპალიტეტი), ძველი ანაგის საჯარო სკოლა (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), კაჭრეთის #1 საჯარო სკოლა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), კახათის #1 საჯარო სკოლა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისტი წელს კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ გახდა. ამ ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე ამბობს, რომ ფინალისტობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, „მწვანე ხელები“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში მონაწილეობას კვლავ გააგრძელებს.

ფოტო – CENN-ის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან