

2021-2022 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალისტების გამოსავლენად რეგიონებში ნახევარფინალები მიმდინარეობს.
იმერეთიდან ფინალში ხუთი სკოლა გადავიდა. ფინალისტებს შორისაა კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“.
იმერეთიდან ამ კონკურსის ფინალში გადავიდნენ ასევე: ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან როკითისა და წითელხევის, ტყიბულის #2 და საჩხერეს #2 სკოლების ეკოკლუბები.
ნახევარფინალში იმერეთიდან სულ 21 სკოლა მონაწილეობდა. ხარაგაულიდან – 4 – „ქლოროფილია“ (ხარაგაულის #2 სკოლა); „მწვანე ხელები“ (კიცხის საჯარო სკოლა); „დედამიწა ჩვენი სახლია“ (ლაშის საჯარო სკოლა); „მწვანეები“ (ვარძიის საჯარო სკოლა).
კიცხის სკოლის მასწავლებელი ელისო არჯევანიძე მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილია. ის ამბობს, რომ წარმატება ეკოკლუბის სპიკერ შოთა ზვიადაძისა და ამ კლუბის წევრი მოსწავლეების დიდი შრომის შედეგია.
გასულ წელს კიცხის სკოლის კლუბმა ამ კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი სექტემბერში გაიმართება. წარმატებას ვუსურვებთ კიცხის სკოლის ეკოკლუბს.
ფოტოზე: კიცხისა და ვარძიის სკოლების ეკოკლუბის წევრები მასწავლებელ ელისო არჯევანიძესთან ერთად
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,