

ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამართავს.
კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედი ადამიანები მიიღებენ. „ოდეონი“ 27 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია 17 წლის ასაკიდან. „ოდეონში“ მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ იზა ვეფხვაძეს 26 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე ტელეფონით შემდეგ ნომერზე 557 19 23 32.
საკონკურსო თემა გამოცხადდება კონკურსის დაწყების წინ. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს და პირველი სამი ადგილის მფლობელები პრიზებით დაჯილდოვდებიან.
„ოდეონის“ დამფუძნებლის, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის რეჟისორისა და მსახიობის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიურის წევრებად ფილოლოგები – იზოლდა ოკრიბელაშვილი, მარინე ხვედელიძე, ირმა შველიძე, მზია აბულაძე შეარჩია. ჟიურის წევრია ასევე ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე. იზა ვეფხვაძის თქმით, შესაძლოა, ჟიურის წევრთა რიცხვი გაიზარდოს.
„ოდეონი“ ხარაგაულში 2005 წლიდან ტარდება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„ოდეონი – 2016“ ფარცხნალში (ვიდეო)
„ოდეონის“ გამარჯვებულები 20 სექტემბრამდე გამოვლინდებიან (ვიდეო)
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია –
კვირას, 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად
დღეიდან, 22 ივნისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ბორითის საჯარო სკოლა შეემატა, – სკოლამ ცხრაწლიანი