უკრაინაში ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყო; მათ შორის ხარკოვში, ოდესაში, ნიკოლაევში, მარიუპოლსა და ხერსონში – დისტანციურად.
როგორ გრძელდება სწავლა ომის დროს, – ამის გასარკვევად „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხარკოვში მცხოვრებ მადონა კაპანაძეს დაუკავშირდა.
ქალბატონი მადონა ხარკოვის #159 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა და ამავე სკოლაში საზღვარგარეთის ლიტერატურას ასწავლის.
– სწავლა დისტანციურად დავიწყეთ, რადგან მოსწავლეებისა და მასწავლებლების უმრავლესობა ხარკოვს გარეთ ვიმყოფებით, – ამბობს მადონა კაპანაძე, – უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან, ხარკოვი ყოველდღე იბომბება.
დღეს, 13 სექტემბერს, ხარკოვში არ არის წყალი და შუქი. მე იმიერკარპატებში ვარ, შვილის მეგობარმა სახლი დაგვითმო. ჩემი მეუღლე, სერგო კიკნაძე, ხარკოვშია. მან თქვა, – ყველას ჩვენ-ჩვენი ომი გვაქვსო და როგორც ქალაქის წყალკანალის ხელმძღვანელი, აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს.
ჩემთვის 2022 წლის პირველი სექტემბერი ყველაზე მძიმე დღე იყო. მოსწავლეები და მასწავლებლები მთელი ზაფხული ამ დღეს მოუთმენლად ელიან. სწავლის დაწყება ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს სახლი მოსწავლეებისგან მორთმეული ყვავილებით ივსებოდა…
ახლა სადაც ვიმყოფები, აქვე ახლოს სკოლაა და ყოველდღე მოსწავლეების ჟრიამული მესმის. ვერ მოვისვენე და ამ სკოლას ვესტუმრე. ძალიან თბილად მიმიღეს.
პირველ სექტემბერს დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან და ვერ ვიჯერებდი, რომ მე სახლში ვიყავი და არა სკოლაში…
VII, IX და XI კლასებში გაკვეთილები დღეს, 13 სექტემბერს, ვერ ჩავატარე, რადგან ხარკოვში ვინც დარჩნენ, ის მოსწავლეები უშუქობის გამო ვერ ჩამერთვნენ. ასეთია ჩვენი ამბავი. გაკვეთილებს უჩვეულოდ ვატარებ. ბავშვებს კი ვხედავ კომპიუტერის მონიტორიდან, მაგრამ ისინი ძალიან მენატრებიან… იმედია, მალე უკრაინა გაიმარჯვებს.
ამავე თემაზე
მადლობა ყველას, ვინც გვამხნევებს და დახმარებას გვთავაზობს ამ მძიმე დღეებში – მადონა კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.