ხარკოვში მცხოვრები მადონა კაპანაძე მადლობას უხდის ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დახმარებას სთავაზობენ.
„ცხოვრებაში დგება მომენტები, რომელსაც არასოდეს არ ელოდები და ვერასოდეს ვერ წარმოიდგენ, – წერს სოციალურ ქსელში მადონა კაპანაძე, – ზუსტად ერთი თვის წინ, მაღვიძარაზე ცოტა ხნით ადრე, ბომბების ხმამ გაგვაღვიძა. ჩვენი აივნიდან კარგად ჩანდა აფეთქებების შედეგად განათებული ზეცა და შავი ბოლი ტყე-პარკის თავზე.
შემდეგ იყო მეტროსა და სკოლის სარდაფში გათეული ღამეები, ტყვიების ზუზუნი, ავტომატის კაკანი, ბომბდამშენების გაუსაძლისი ხმა და საჰაერო განგაშის მაუწყებელი „სირენის“ სიგნალი…
უმოწყალოდ იბომბებოდა ჩვენი ხარკოვი, უკრაინის ყველაზე ლამაზი რუსულენოვანი ქალაქი, რომელიც ეგონათ პურით და მარილით დახვდებოდა რუსებს. არ გაამართლა მათმა გათვლამ და გაბოროტებულებმა არ დაიშურეს ყველანაირი იარაღი. ქალაქშიც კი შემოვიდნენ, მაგრამ ვეღარ გავიდნენ…
მივატოვეთ ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში შეგვიქმნია და უსაფრთხო ადგილას გამოვიხიზნეთ.
მეგონა რომ რაღაც დალაგდებოდა და უდიდესი პირადი ტრაგედია დამატყდა თავს. ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა ჩემი უმცროსი დის, თეას ოჯახი. აღარ მყავს ჩემი პატარა ნიკოლო. ოთხი მიცვალებულის ფონზე ისევ პატარა მზის სხივი დამრჩა – 9 წლის მიხეილი…
ყოველდღიურად იცვლება აქ გამოხიზნულთა რაოდენობა – ზოგი საზღვარგარეთ მიდის, ზოგს ღამის გასათევი სჭირდება. ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს უნდა დავეხმაროთ.
ამ მძიმე დღეებში დახმარებას მთავაზობენ ჩემი უახლოესი ადამიანები, ბავშვობის მეგობრები, მეზობლები.
უღრმესი მადლობა ჩემი ბავშვობის მეგობარს ირმა გაჩეჩილაძეს და ყველა მის ახლობელს, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს, ვინც გუშინ მონაწილეობა მიიღო ჩვენს გახარებასა და გამხნევებაში“.
ამავე თემაზე
ხარკოვში ისეთ შენობებს ანადგურებენ, მეორე მსოფლიო ომს რომ გადაურჩა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი