მერვე წელია, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ხარაგაულელ პირველკურსელებთან შეხვედრა იმართება.
წელსაც, ტრადიციულად, მუზეუმის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„თქვენ ხართ ხარაგაულის გამორჩეული ახალგაზრდები და გისურვებთ, რომ დიდ ქალაქში, სტუდენტობისას, ასეთივე გამორჩეულები და წარმატებულები ყოფილიყავით“, – აღნიშნა მარინე ვეფხვაძემ.
„სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოიყენეთ, რომ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდეთ, – მიმართა პირველკურსელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, – ზოგჯერ კრიტიკამ, შესაძლოა, გაგვაღიზიანოს, არ მოგვეწონოს, მაგრამ აქტიური სამოქალაქო პოზიცია ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენიდან ყოველთვის წამოვა ახლგაზრდული იდეები და მიგულეთ თქვენი ინიციატივების ლობისტად.
კარგი იქნება, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდეთ ხარაგაულში და აქ დაგხვდეთ ისეთი პირობები, რომ მოგეცეთ თქვენი შესაძლებლობებისა და ცოდნის ხარაგაულის გასაძლიერებლად გამოიყენება“.
შეხვედრაში მონაწილეობდა ლეღვნის საჯარო სკოლის კურდამთავრებული, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ მაღრაძე. ის გახარებულია, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ოჯახისა და სკოლის მოლოდინები გაამართლა.
ლეღვნის საჯარო სკოლის კურდამთავრებულმა ნინო ვეფხვაძემ ოცნება აისრულა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ტყუპი დები – ნინო და ნანა ლომიძეები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ნინომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია და უნდა, რომ სპორტული ჟურნალისტი გახდეს. ნანა სამართლის ფაკულტეტზე ისწავლის, რადგან როგორც თვითონ ამბობს, უსამართლობას ვერ იტანს და დაჩაგრული ადამიანის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ვალერი შარიქაძე ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტია.
„სწავლას რომ დავამთავრებ, სად გავაგრძელებ საქმიანობას ჯერ არ ვიცი. თუმცა, ყველაზე კარგი იქნება, თუ ჩემს რაიონში მექნება სამსახური. ჩემი სოფელი, ხარაგაული, ძალიან მიყვარს და აქ სიამოვნებით დავბრუნდები“, – ამბობს ვალერი შარიქაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ლურსმანაშვილი მომავალისადმი იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში საუკეთესო ცოდნას მიიღებს.
პირველკურსელებმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს. შემდეგ კი ახალგაზრდებისთვის ხარაგაულის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე) საჯანმრთელო პარაკლისი აღავლინა. შეხვედრა კაფე-საღამოთი დასრულდა.
წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების 200 კურსდამთავრებულიდან 94 სტუდენტი გახდა, მათგან ჩვიდმეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში