ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მზეო ბერაძე მაიკროსოფტის ინივაციური განათლების ექსპერტი კიდევ ერთხელ გახდა.
ამ პროექტში მზეო პირველად 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში ჩაერთო. ის ამბობს, რომ პროექტი სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს.
„21-ე საუკუნეში მხოლოდ საკლასო ოთახში ფორმალური განათლება დიდად სარგებლის მომტანი და შედეგიანი აღარ არის, – ამბობს მზეო ბერაძე, – მაიკროსოფტი მასწავლებლებს გვაძლებს საშუალებას, რომ გამოვიყენოთ ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტები, ახალი საპრეზენტაციო პროგრამები, ვისწავლოთ და შემდეგ ეს ცოდნა გამოვიყენოთ სწავლების პროცესში, ასევე გავუზიაროთ ცოდნა კოლეგებს.
თუ ადრე საპრეზენტაციოდ PowerPoint-ის პროგრამას ვიყენებდი, ახლა SWAY – ის პროგრამას ვიყენებ. აქ პრეზენტაციებს შეგიძლია ბლოგის, ვებგვერდის ფორმა მისცე, რაც უფრო საინტერესო და ადვილად აღქმადია მსმენელისთვის, ასევე უფრო მოქნილია სხვადასხვა ბმულების გამოყენებისას.
2020 წელს, როცა პირველად გავხდი ამ პროექტის მონაწილე, ონლაინ სწავლება ახალი დაწყებული იყო. შევეცადე, მაქსიმალურად კარგად და მოკლე დროში ამეთვისებია „თიმსის“ პროგრამა, რომ ჩემი ცოდნით სხვებსაც დავხმარებოდი. ინგლისურენოვან ვიდეოებს, რომელშიც „თიმსის“ გამოყენების ინსტრუქცია იყო, ვთარგმნიდი და კოლეგებს ვუზიარებდი – როგორ მოეწვიათ მოსწავლე გაკვეთილზე, გადაეღოთ ვიდეო თუ ფოტო მასალა, გაეზიარებიათ ეკრანი და ა.შ. ეს აქტოვობები წარვადგინე წლის ბოლოს, პროექტის შეჯამებისას, რაც გახდა წინაპირობა იმისა, რომ 2023 წელს კვლავ ჩავრთულიყავი ამ პროგრამაში.
წელს შევეცდები, მოვაწყო შეხვედრები და ის ცოდნა, რომელიც დავაგროვე ამ პროგრამის ფარგლებში გავუზიარო ქართველ და უცხოელ კოლეგებს, რომ მათაც შეძლონ აღნიშნულ პროექტში ჩართვა“, – ამბობს მზეო ბერაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში