

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით პირველკურსელებთან შეხვედრა იგეგმება.
ამ ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულელ პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრას 9 სექტემბერს გეგმავენ.
„გვინდა, ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპის, სტუდენტობის დაწყება, მივულოცოთ, – ამბობს რევაზ შერგელაშვილი, – ღონისძიება ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება და პირველკურსელები ხარაგაულის ისტორიიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს მოისმენენ. ამ ახალგაზრდებს მშობლიური ხარაგაული და მისი წარსული მუდამ უნდა ახსოვდეთ“.
9 სექტემბრის ღონისძიებების განრიგი ასეთია:
ამ ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ადგილობრივი თვითმმართველობა. ხარაგაულის შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით პირველკურსელებთან შეხვედრა მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან ტარდება.
ფოტოზე: შეხვედრა ხარაგაულელ პირველკურსელებთან ისტორიული მუზეუმის ეზოში, 2014 წ.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ტრადიციული შეხვედრა პირველკურსელებთან ხარაგაულში
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას