

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი აგვისტოში, ივლისთან შედარებით, გაიზარდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პირველი აგვისტოდან 26 აგვისტომდე კორონავირუსი 152 პირს დაუდასტურდა, ივლისში კი კორონავირუსის 76 შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ კორონავირუსი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში გარკვეულ გართულებებს იწვევს. თუმცა, ინფიცირებულებს ივლისსა და აგვისტოში ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ვირუსის დადასტურებისთანავე, იზოლაციის წესების დაცვა.
კოვიდისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება კი კოვიდსაწინააღმდეგო აცრაა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 26 აგვისტომდე ამ ვირუსის 5604 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5520 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში