

10 აგვისტოდან ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს ორგანიზებით ახალგაზრდული „კარვების ბანაკი“ სოფელ ლეღვანში, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა.
თითო ნაკადზე ბანაკში ყოფნა სამი დღით განისაზღვრა. ბანაკის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით. იგეგმება სპორტული აქტივობებისა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება.
ლეღვნის ახალგაზრდული „კარვების ბანაკი“ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს მიიღებს.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკის ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება. ბანაკის მონაწილეებს, საჭიროების შემთხვევაში, მოემსახურება ექიმი.
„კარვების ბანაკში“ დასვენების მსურველებმა დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე: 592 11 82 99; 577 42 48 12.
ლეღვანში „კარვების ბანაკის“ მოსაწყობად „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 12 ათასი ლარი გამოეყო.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას