

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2 აგვისტოს ხარაგაულში კორონავირუსი 11 პირს გამოუვლინდა.
მათგან დ. ხარაგაულში ინფიცირებულია 5 პირი; ისლარში, ახალსოფელში, მაქათუბანში, ჯაფაროულში, ბაზალეთსა და ლეღვანში – თითო-თითო. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 30 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. თვითიზოლაციაში 32 პირი იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 2 აგვისტომდე covid-19-ის 5463 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 5 384 გამოჯანრთელდა, ხოლო 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სპეციალისტები დახურულ, ხალხმრავალ სივრცეში პირბადის გამოყენებას და კოვიდსაწინააღმდეგო აცრებს გვირჩევენ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას