

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 მაისის სხდომაზე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის განხილვისას ინციდენტი მოხდა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ თორნიკე ავალიშვილი შეკითხვებით მიმართავდა სამსახურის უფროსს ბესო ჭიპაშვილს. სამსახურის უფროსთან ერთად შეკითხვებზე რეპლიკებით პასუხობდა საკრებულოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, რა დროსაც მისი მისამართით სხდომაზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან გინება გაისმა.
ვარლამ ჭიპაშვილის მტკიცებით, მას სხდომაზე მყოფმა მოქალაქე ჯაბა ჭყოიძემ შეაგინა. დეპუტატმა მოითხოვა, რომ დარბაზი დაეტოვებინა მოქალაქეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხდომას აღარ დაესწრებოდა. ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ შესვენება გამოაცხადა და მოითხოვა, რომ დარბაზი დაეტოვებინა იმ პირს, ვინც უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ამის შემდეგ დარბაზი სხდომაზე მყოფმა ოთხმა მოქალაქემ დატოვა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის თქმით, ჯაბა ჭყოიძეს ვარლამ ჭიპაშვილისთვის არ შეუგინებია. ამასვე ადასტურებდნენ მსხდომაზე მყოფი სხვა მოქალაქეებიც. თორნიკე ავალიშვილის თქმით, დეპუტატი ცდილობს, გადაფაროს თავისი ბრალეულობა ჭყოიძის მისამართით. თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ვარლამ ჭიპაშვილი ხელს უშლიდა ჯაბა ჭყოიძის შვილის ახალგაზრდულ საკრებულოში მოხვედრას.
ვარლამ ჭიპაშვილმა იმავე დღეს ჯაბა ჭყოიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ხარაგაულის რაიონულ პოლიციაში. ამ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი