

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოების ხედვა თორმეტივე პუნქტის ქვეშ მოიაზრებს კონკრეტულ ნაბიჯს, რომელთა განხორციელება საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მოპოვების წინაპირობაა. ღონისძიებას დაესწრნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სამოქმედო გეგმის გაზიარებით, სამოქალაქო საზოგადოება დაინტერესებულ მხარეებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესში მხარდაჭერას სთავაზობს. რეკომენდაციების შესრულებისთვის საკმარისია პოლიტიკური ნება, რომლის განხორციელება საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია. ამის მიუხედავად, მმართველი პარტია დოკუმენტის წარდგენის ღონისძიებას არ დაესწრო.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული ვადები და დოკუმენტის შეფასების კრიტერიუმები.
„ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სირთულეს წარმოადგენს მისი ზოგადი ხასიათი და ამით გამოწვეული ფართო ინტერპრეტაციის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ნათელი მოჰფინოს შესრულების ვადებს და დოკუმენტის შესრულების შეფასების კრიტერიუმებს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე (ღია საზოგადოების ფონდი).
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გაზარდოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის გზით.
თემების მიხედვით, 12 პუნქტიან გეგმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს:
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები და ოჯახები ხარაგაულს, – ამ შეკითხვაზე
ხარაგაულში 29 მაისს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის