

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებელობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენა 6 ივლისს დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად სამშენებლო კომპანიების შეფასება მიმდინარეობს. ეს პროცესი, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. მშენებელმა კომპანია „აკორდმა“ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მასთან ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები, უგზოობით გაწამებული მოსახლეობა ამ გზის მშენებლობის დასრულებას მოუთმენლად ელის.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას