პირველი ივლისიდან ხარაგაულში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე მიწის რეგისტრაციისთვის სამუშაობი დაბა ხარაგაულში განხორციელდება.
მიწის სისტემური რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბაჩო თორთლაძე საუბრობს.
„პირველ ეტაპზე უშუალოდ სამუშოების დაწყებამდე საჯარო რეესტრი კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულთან დაკავშირებით გამოითხოვს დოკუმენტაციას ეროვნული არქივიდან, შემოსავლების სამსახურიდან და ყველა სხვა უწყებიდან, – ამბობს ბაჩო თორთლაძე – ამის შემდეგ დაიწყება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. ყველა ადამიანს, რომელიც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს, გაეგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება, ასევე ჩვენი წარმომადგენლები შეხვდებიან მოსახლეობას და სამუშაოების დაწყების თარიღს აცნობებენ.
მესამე ეტაპი არის უშუალოდ აზომვითი სამუშაოები, რომლებსაც ჩაატარებენ საჯარო რეესტრის ამზომველები. ამზომველები როდესაც მივლენ საკარმიდამო ტერიტორიაზე, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მიწის საკუთრების დამადასტურებელი ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) და სააგენტო ამ დოკუმენტებს გამოიყენებს რეგისტრაციის პროცესში. თუ ადამიანს მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვთ უნებართვოდ, მაშინ აუცილებელი იქნება ორი მომიჯნავე მეზობლის წერილობითი დასტური. აუცილებელია კონკრეტული მიწის რეგისტრაციის დროს ამზომველებს მიწის ფაქტობრივი მფლობელი დახვდეს ადგილზე.
შექმნილია სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეს შეუძლია შეავსოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, მას ეცნობება სამუშაოების დაწყების თარიღი და საკმარისია მისი ნათესავი ან წარმომადგენელი დახვდეს ადგილზე ამზომველებს.
შემდეგ ეტაპზე ხდება რეგისტრაციის ხარისხის გადამოწმება, – ამ დროს მოწმდება როგორც სამართლებრივი ასევე კადასტრული ნაწილი, რამდენად გადაფარულია ერთმანეთთან მეზობლების ნაკვეთები, ერთი თვის განმავლობაში მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მონაცემებს არ ეთანხმება, საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს მონაცემების გადამოწმების მოთხოვნის თაობაზე დასაბუთებული განცხადება.
საბოლოო ეტაპზე მოქალაქეს საჯარო რეესტრში გადაეცემა მიწის რეგისსტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის რეგისტრაციის პროცესი 3-4 თვე გრძელდება. მიწის რეგისტრაცია არ ახდენს გავლენას სოციალურ სტატუსზე, მიწის დარეგისტრირების შემთხვევაში ოჯახს/პირს სოციალური შემწეობა არ მოეხსნება.
გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკს, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
2022 წელი
დაბა ხარაგაული – ივლისი;
ბაზალეთი, ბორითი – აგვისტო;
2023 წელი
ლაშე, კიცხი, ხიდარი – აპრილი;
საღანძილე, ლეღვანი, ვახანი – ივლისი;
მოლითი, ზვარე – სექტემბერი;
ხუნევი – ნოემბერი
2024 წელი
ღორეშა, სარგვეში, ხევი, ფარცხნალი, ვარძია – მარტი;
წყალაფორეთი, წიფა, ნადაბური – ივლისი.
მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგს გაეცანით აქ.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.