

პროექტის „ძლიერი დედა – ნათელი მომავალი“ ფარგლებში ფსიქოლოგ ნანა ქალდანთან შეხვედრა გაიმართა. ის შშმ ბავშვების მშობლებს აღზრდის პროცესში რუტინასა და შშმ პირებისთვის ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ესაუბრა.
„ქცევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუტინას, თუ ბავშვის განვითარებაში დარღვევებია და მას რუტინაში ჩასვამთ ბევრად უფრო მარტივია მასთან ურთიერთობა, დღის დაგეგვმა და სხვა აქტივობები. ბავშვს უნდა ჰქონდეს სწორი მოლოდინები და ამ მოლოდინებს უქმნი რუტინით, ერთი და იგივე რამეს აკეთებიებ ერთსა და იმავე დროსა და სიტუაციაში, ბავშვი ხვდება რა უნდა გააკეთოს და შფოთვა ნაკლები აქვს“ – აღნიშნა ნანა ქალდანმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმ სერვისებზე, რომელიც ამა თუ იმ დიაგნოზის დროს უნდა მიეწოდოს ბავშვს სწორად განვითარებისთვის. მიმოიხილა სენსორული, ოკუპაციური, ქცევითი თერაპიები მათი მნიშვნელობა.
პროექტს „ძლიერი დედა – ნათელი მომავალი“ ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“ (დამფუძნებელი რუსუდან გურგენიძე) ფონდი „ტასოს“ ხელშეწყობით ახორციელებს.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის