ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“ ფონდი „ტასოს“ ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „ძლიერი დედა – ნათელი მომავალი“.
პროექტის ფარგლებში დღეს, 21 ივნისს, ადრეული განვითარების სპეციალისტი ნანა ქალდანი შშმ ბავშვების მშობლებს, პედაგოგებსა და ხარაგაულის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
ნანა ქალდანმა შეხვედრაზე პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობაზე, სტრესის მართვასა და პოზიტიურ მიდგომებზე ისაუბრა. ასევე უპასუხა მშობლებისთვის საინტერესო შეკითხვებს.
„შშმ ბავშვების მშობელთა კომიტეტი ხარაგაულში 2018 წელს ჩამოყალიბდა, – ამბობს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელი რუსუდან გურგენიძე, – „პროექტი „ძლიერი დედა – ნათელი მომავალი“ ხელს უწყობს ამ კომიტეტის გადახალისებასა და შშმ ბავშვთა მშობლების უნარების გაძლიერებას.
პროექტით განსაზღვრულია შშმ ბავშვის მშობელ მარი კორკოტაძესთან შეხვედრები, რომელიც მშობელთა კომიტეტს, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, აუხსნის რა შეუძლია მშობელს რომ გააკეთოს ადგილობრივი სოციალური პროგრამების გაძლიერების კუთხით, ხოლო ადრეული განვითარების სპეციალისტი ნანა ქალდანი შეხვედრებზე შშმ ბავშვების მშობლების საჭიროებებზე, რთული ქცევის მართვასა და იმ სერვისებზე ისაუბრებს, რომელსაც შშმ პირებს სახელმწიფო სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ მშობელთა კომიტეტის ჩართულობით შევიმუშაოთ სოციალური პროგრამები, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს წარვუდგენთ, 2023 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
მართალია, შშმ პირებისთვის მუნიციპალიტეტში ერთჯერადი დახმარებები გაიცემა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია ქმედითი, ყოველთვიური დახმარების პროგრამა, რომელიც შშმ ბავშვების ოჯახების ყოფას გააუმჯობესებს“.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.