პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებთანაც მოწვეული მასწავლებლების სტატუსით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები, ანაზღაურებადი შვებულების თანხას ვერ იღებენ.
ამ პრობლემის გამო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) სკოლების დირექტორებს მიმართავს:
პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებთანაც მოწვეული მასწავლებლების სტატუსით“ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები, აქვთ შანსი, რომ უახლოეს მომავალში გამოცდა ჩააბარონ და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვონ.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ასეთ პედაგოგთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება მოწვეული მასწავლებლის სტატუსით და ერთის მხრივ, სკოლამ შეინარჩუნა გამოცდილი კადრი და მეორეს მხრივ, ადამიანებს მიეცათ პროფესიაში დარჩენის კიდევ ერთი შანსი.
თუმცა, პრობლემა წარმოშვა იმან, რომ მოწვეული მასწავლებლების ნაწილთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა სასწავლო პროცესის დასრულებამდე ვადით – ივნისამდე და არა კონკურსის ჩატარების შედეგად ვაკანტური პოზიციის შევსებამდე ვადით (ეს კატეგორია ჩვეულებრივად ისარგებლებს ანაზღაურებადი შვებულებით).
სწორედ ამიტომ, საზაფხულო არდადეგების დაწყების დღისთვის, როდესაც მასწავლებლები, როგორც წესი, გადიან კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, მოწვეული მასწავლებლების ნაწილი აღმოჩნდა სკოლის გარეთ და ვერც ანაზღაურებადი შვებულების თანხას იღებს, ვინაიდან ორგანული კანონის – „საქართველოს შრომის კოდექსის“ თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად მხოლოდ მაშინ, თუ დამსაქმებელი საკუთარი ინიციატივით წყვეტს შრომით ხელშეკრულებას. განსახილველ შემთხვევაში კი შრომითი ხელშეკრულება წყდება არა დამსაქმებლის ინიციატივით, არამედ ივნისის თვეში ვადის გასვლის გამო.
ვფიქრობთ, დირექტორების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა, თუ ამ მოწვეულ მასწავლებლებთან გაგრძელდება შრომითი ხელშეკრულებები კონკურსის გამოცხადების შედეგად ვაკანტური პოზიციის შევსებამდე ვადით. მითუმეტეს, რომ მოწვეული მასწავლებლების ნაწილთან ისედაც ვაკანსიის შევსებამდე ვადითაა გაფორმებული ხელშეკრულებები და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ.
ასეთი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, ვინაიდან მოწვეულმა მასწავლებლებმა ისევე თავდადებით იმუშავეს მოსწავლეებთან და იგივე შრომა გასწიეს, რაც მათმა კოლეგებმა, რომლებიც ჩვეულებრივ იღებენ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების თანხას. ამასთანავე, გამოცდაზე გასვლის შედეგად, სავარაუდოა, რომ მათი ნაწილი უახლოეს მომავალში მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და დარჩება პროფესიაში.
ვფიქრობთ, არ უნდა ჩავუყაროთ მოწვეულ მასწავლებლებს წყალში მთელი წლის ამაგი და სკოლებმა მათ უნდა მისცენ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, გაწეული შრომის სანაცვლოდ.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს „მოწვეული მასწავლებლები“ გუშინ არ მოსულან სკოლებში და ხშირ შემთხვევაში, ათეულობით წლის სტაჟი გააჩნიათ საყვარელ პროფესიაში მოღვაწეობის. ამ ადამიანების დატოვება შვებულების თანხის გარეშე საზაფხულო არდადეგების პერიოდში, დაუშვებელია და არ იქნება კარგი სტიმული უმნიშვნელოვანესი გამოცდების წინ.
იმედი გვაქვს, საჯარო სკოლების დირექტორები გაითვალისწინებენ სპმთპ-ის ამ მოწოდებას და მიიღებენ ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას პედაგოგების სასარგებლოდ!“
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.