

ვაშლევის საჯარო სკოლისა და „სახლი ცისარტყელას“ ერთობლივი თანამშრომლობით, 16-18 ივნისს ვაშლევის სკოლაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო. ამ ბანაკში ხევის, ნადაბურის, ბორითის, ვერტყვიჭალისა და ვაშლევის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბანაკის ფარგლებში გაიმართა ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის გაკვეთილები, „მხიარული სტარტები“ და კონკურსები.
ბანაკის აქტიური მოსწავლეები და კონკურსებში გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ბანაკში სულ 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ვაშლევის საჯარო სკოლისა და „სახლი ცისარტყელას“ თანამშრომლობით საზაფხულო ბანაკი ვაშლევში გასულ წელსაც მოეწყო.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას