ვაშლევის საჯარო სკოლისა და ააიპ „სახლი ცისარტყელას“ ერთობლივი თანამშრომლობით, 16-18 ივნისს ვაშლევის სკოლაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო.
ამ ბანაკში ხევის, ნადაბურის, ბორითის, ვერტყვიჭალისა და ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
3 გუნდში გადანაწილებულ 60 მოსწავლისათვის ბანაკის ფარგლებში ტარდებოდა ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის გაკვეთილები, მხიარული სტარტები და სხვა აქტივობები.
ყველაზე აქტიურ სამ მოსწავლეს, რომლებიც ბანაკში ლიდერის თვისებებს გამოავლენდნენ, ააიპი „სახლი ცისარტყელა“ ერთი კვირით ურეკში საზაფხულო ბანაკში წაიყვანს.
„სახლი ცისარტყელა“ 2015 წელს დაფუძნდა. ის ბავშვებისათვის სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. 3 წლის წინ ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ბანაკში მონაწილეობა მიიღო ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთი წიქარიშვილმა.
„შოთის მიერ ბანაკში გამოჩენილი აქტიურობისათვის, გადავწყვიტეთ მის სოფელში მცხოვრები ბავშვებისათვის მეგობრული საჩუქარი გაგვეკეთებია“, – ამბობს „სახლი ცისარტყელას“ ხელმძღვანელი ნონა მარტიაშვილი.
„იანვარში „სახლი ცისარტყელას“ წარმომადგენლები ვაშლევის სკოლას ესტუმრნენ, – ამბობს ვაშლევის სკოლის დირექტორი ქეთევან ლურსმანაშვილი, – მათ დაასაჩუქრეს ჩვენი მოსწავლეები და გამოთქვეს სურვილი საზაფხულო ბანაკი მოეწყოთ“.
ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს ჩატარებული აქტივობები ჩალიან მოეწონათ და ითხოვენ, რომ ბანაკი ყოველწლიურად მოეწყოს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.