

მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციოდ სატენდერო წინადადებების წარდგენა დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამარ ჯაფარიძისგან, მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.
„საერთაშორისო ტენდერის პირობებში წინადადებები რამდენიმე კომპანიამ წარმოადგინა. ახლა სატენდერო კომისია წინადადებებს განიხილავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 3-4 კვირაში გამოავლენს“, – ამბობს თამარ ჯაფარიძე.
მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციისათვის საერთაშორისო ტენდერი მაისში გამოცხადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე