საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს, 20 ივნისს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ყველა სკოლაში 10:00 საათზე გაიხსნა და 16:00 საათზე დაიხურება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილება 274-მა მშობელმა და 198-მა მასწავლებელმა მიიღო.
„არჩევნები წყნარ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, – არც ერთ სკოლაში რაიმე ექსცესი არ დაფიქსირებულა, რესურსცენტრის თანამშრომლები არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან“.
სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს; სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭო სამი წლის ვადით ირჩევა.
სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები საქართველოში პირველად 2006 წელს გაიმართა; წლევანდელი არჩევნები რიგით მეექვსეა.
ფოტოზე: სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში
ამავე თემაზე:
განათლება ზეპარტიული საკითხია – საზოგადოება უნდა გააქტიურდეს ამ აქსიომის დასაცავად
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.