14 ივნისი სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დღე 2005 წელს დააარსა.
სისხლის უანგარო დონორის დღის აღნიშვნის მიზანია
სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ასევე მოუწოდებს მთავრობებს და ჯანდაცვის უწყებებს გამოყონ შესაბამისი რესურსები იმისათვის, რომ სისხლის მარაგები განხორციელდეს უანგარო რეგულარული დონაციების მეშვეობით, რათა სისხლის პროდუქტები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც იგი ესაჭიროება.
2022 წლის გლობალური კამპანიის სლოგანია – „იყავი სოლიდარული, შემოგვიერთი სიცოცხლის გადასარჩენად“
უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია. უსაფრთხო სისხლი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწაფო-გადაუდებელი დახმარების დროს. იგი არა მხოლოდ ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უხანგრძლივებს ხარისხიანი სიცოცხლის წლებს.
სისხლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობების (პანდემია, სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა, შეიარაღებული კონფლიქტები და სხვა), მშობიარობისა და ახალშობილთა მართვის დროს; ანემიების, მალნუტრიციის დროს,
სისხლის დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემაა დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.
ხარაგაულში მცხოვრები რუსუდან გურგენიძე 35 წელია, სისხლის უანგარო დონორია. მან სამედიცინო ტექნიკუმში სწავლისას გააცნობიერა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სისხლის მიწოდებას იმ დროს, როცა ადამიანის სიცოცხლეა გადასარჩენი. რუსუდანი ამბობს, რომ წელიწადში ორჯერ სისხლს უანგაროდ აბარებს. მან თავისი შვილიც დაარწმუნა უანგარო დონორობის სიკეთეში.
რუსუდან გურგენიძეს ხშირად უკავშირდებიან სისხლის ბანკიდან, როცა ვინმეს სისხლი სასწრაფოდ სჭირდება. რამდენიმე ადამიანი სწორედ მას უმადლის გადარჩენას. ის ამბობს, რომ უანგარო დონაციაში ყველა უნდა ჩაერთოს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს.
ზესტაფონში რვა თვეა რეგიონალური სისხლის ბანკი ფუნქციონირებს. ამ ბანკის დირექტორი ლაშა გოგოლაძე ამბობს, რომ მსოფლიოში სტატისტიკურად ყოველ წამში ვიღაცას სისხლი და სისხლის კომპონენტები ესაჭირობა.
„სისხლისა და სისხლის კომპონენტების ანალოგი არ შექმნილა. ამიტომ ერთადერთი გზა ადამიანის სისოცხლის გადარჩენისა, როცა მას სისხლი სჭირდება, სისხლის გადასხმაა, – ამბობს ლაშა გოგოლაძე, – მას შემდეგ, რაც ზესტაფონში სისხლის ბანკის რეგიონალური ფილიალი გაიხსნა, დონორთა რაოდენობა გაიზარდა.
გვყავს რეგულარული დონორები. სისხლის გასაღებად პირველად მოსული ადამიანი, როგორც კი გაიგებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სისხლის დონაციას, როგორც დონორისთვის, ისე პაციენტისთვის, უკვე ჩვენი ბანკის დონორი ხდება.
2022 წლის 6 თვეში ზესტაფონის სისხლის ბანკში 2 ათასამდე დონაცია განხორციელდა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დონორს უკეთდება 6 სახის ანალიზი. ხშირად მან არც კი იცის, რომ ვირუსის ან სხვა რაიმე დაავადების მტარებელია. ამიტომ სისხლის დონაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ ადამიანმა თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
ერთი დონორისგან გაღებული სისხლი სამ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ყველა დონორს ვულოცავ სისხლის უანგარო დონაციის დღეს.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
ზესტაფონის სისხლის ბანკი ორ თვეში ცხრაასამდე პაციენტს დაეხმარა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.