კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში სისხლის დეფიციტი შექმნა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დონორების მიმართვიანობის კლებაა.
ამავე დროს კოვიდგადატანილებსა და ვაქცინირებულებს არ აქვთ ინფორმაცია, ჩაიბარებენ თუ არა მათ სისხლს.
-ყოველდღიურად ათასამდე პაციენტი სისხლს ითხოვს, – ამბობს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის ზესტაფონის ფილიალის წარმომადგენელი ლაშა გოგოლაძე, – ჩვენ სისხლით 120-მდე საავადმყოფოს ვამარაგებთ.
ორი თვეა, რაც ზესტაფონში სისხლის ბანკის ფილიალი გავხსენით. 300-ზე მეტმა პირმა სისხლი გაიღო. ამით ჩვენ 900-მდე პაცინტს დავეხმარეთ.
სამწუხაროდ, მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ზესტაფონში სისხლის ბანკი მოქმედებს.
მადლობას ვუხდით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ჩვენი საქმიანობით რომ დაინტერესდით.
სისხლის დონაციას არ ახასიათებს უარყოფითი ჩვენება. გარდა იმისა, რომ ერთი დონორი დიდ სამადლო საქმეს აკეთებს – მას შეუძლია სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, სისხლის გაღება თავად დონორის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სისხლის გაღების შემდეგ დონორი მეტად დაცულია ინფარქტისა და ინსულტისგან.
ზესტაფონის სისხლის ბანკის ფილიალში ექვსი სახის ანალიზი კეთდება. მათ შორის სისხლის საერთო ანალიზთან ერთად სისხლი მოწმდება B და C ჰეპატიტზე, შიდსზე, სიფილისზე.
300 დონორიდან 10% სხვადასხვა ინფექციის მატარებელი აღმოჩნდა და მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ახლა ისინი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთვნენ.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაიღონ სისხლი სხვების გადასარჩენად.
დონორებს თანხას ვუხდით, თუმცა, გვყავს უანგარო დონორებიც. უანგარო დონაციით მიღებულ სისხლს საავადმყოფოებსა და პაციენტებს უფასოდ გადავცემთ.
ახლა სისხლის სერიოზული დეფიციტია.
კოვიდგადატანილი ადამიანები გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა სისხლი მათაც გაიღონ. რა თქმა უნდა შეუძლიათ, რადგან მათი სისხლი ბევრად სასარგებლოა. მხოლოდ კოვიდის გადატანიდან და ვაქცინაციის გასვლიდან ორი კვირა უნდა იყოს გასული.
ზესტაფონის სისხლის ბანკში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზების გაკეთება. ვითვალისწინებთ, რომ მოსახლეობა ნაკლებშემოსავლიანია და ვცდილობთ, ანალიზების გაკეთება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ამჟამად დაზღვევის სისტემაში ჩართვისთვის ვმუშაობთ, რომ ვისაც დაზღვევა აქვს, მას გამოკვლევები უფასოდ ჩავუტაროთ.
ზესტაფონის სისხლის ბანკის ფილიალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინით მიმდინარეობს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ზესტაფონში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის ფილიალი გაიხსნა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.