

ხარაგაულის კულტურის ცენტრმა გამგეობას 70 ათასი ლარის დამატება მოთხოვა, ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ – 7,4 ათასი ლარის, სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრმა – 22 ათასი ლარის.
სულ ა(ა)იპ-ებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას 99,4 ათასი ლარის დამატება მოთხოვეს.
ა(ა)იპ-ებზე გადასაცემად 40 ათასი ლარი გამოიყო.
აქედან კულტურის ცენტრი 32,5 ათას ლარს მიიღებს, ცენტრალური ბიბლიოთეკა – 2,5 ათას ლარს, სასპორტო სკოლა – 5 ათას ლარს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, „32,5 ათასი ლარიდან 24 ათასი ლარი ხარაგაულის კინოთეატრის თანამშრომლებს პირველ ივლისამდე ეყოფათ ხელფასებში, 8 500 ლარი კი სჭირდებათ სხვადასხვა აქტივობებისთვის; მათ შორის – ხარაგაულის სახალხო თეატრის იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობისთვის, 2 მაისს – ქუთაისობის დღესასწაულში ჩართვისთვის, სოხუმის თეატრის ღონისძიებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ თბილისის ფესტივალში მონაწილეობისთვის. ასევე დასაფარია კინოთეატრის კომუნალური ხარჯები.“
ცენტრალური ბიბლიოთეკა 2,5 ათას ლარად შეიძენს 50 წიგნს „ჩვენი პატრიარქი“. ერთი ეგზემპლარის ღირებულებაა 50 ლარი.
სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს 5 ათას ლარი წარმატებული ხარაგაულელი სპორტსმენის სტიპენდიისთვის სჭირდება.
ა(ა)იპ-ების მოთხოვნები სრულად ვერ კმაყოფილდება მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ა(ა)იპ-ებისთვის დამატებითი თანხების გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალტეტის საკრებულომ 30 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი