დღეს, 1 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლად კულტურის საკითხებში ნიკოლოზ მაჭავარიანი დაინიშნა. ის ამ დრომდე „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორად მუშაობდა.
მერის მრჩევლის თანამდებობა ვაკანტური ახლახან გახდა – მრჩეველ თემურ ჩხეიძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
დღესვე, „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორად მამუკა ჭიპაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.
რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რას ემსახურება ერთი ააიპ-ის დირექტორის მეორეთი ჩანაცვლება, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს, რომ ნიკო მაჭავარიანს პროექტების მართვის კარგი გამოცდილება აქვს. მერია, კი ლურსმანაშვილის თქმით, პოლიტიკის შემმუშავებელია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკო მაჭავარიანთან ერთად მოვახერხოთ კულტურის სფეროში პოლიტიკის დაგეგმვა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორად დავნიშნეთ მამუკა ჭიპაშვილი, რომელსაც ასევე ამ კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ვგეგმავთ, რომ „სპორტისა და შიდა ტურიზმის“ ცენტრიდან ტურიზმი გამოვყოთ და „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს“ შევუერთოთ. იმედია, საკრებულო ამაში მხარს დაგვიჭერს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამარ ლაცაბიძე დაინიშნა. ის მრავალი წელია, ამ სისტემაში მუშაობს. გულწრფელად გეტყვით, რომ მას დირექტორად მუშაობის სურვილი ამ ეტაპზე არ აქვს. თუ მომავალში გადაწყვეტს, ამ ფაქტს მივესალმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კანდიდატურის მოძებნა მოგვიწევს“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი