ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორად, პირველ ივნისს, ჰამლეტ ბერაძე დაინიშნა. ის 2005-2019 წლებში ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორად მუშაობდა.
რის გამო მიიღო მოსწავლეთა სახლის დირექტორის პოზიციაზე საკადრო ცვლილების გადაწყვეტილება და რა კრიტერიუმებით შეარჩია ახალი დირექტორი, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა გვიპასუხა:
„ჰამლეტ ბერაძეს სკოლა-პანსიონში ხელმძღვანელად მუშაობისა და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამერიკელ დონორებთან. ვფიქრობთ, მისი ეს გამოცდილება დადებითად აისახება ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამომავლო საქმიანობაზე“.
მოსწავლეთა სახლის ყოფილი დირექტორი მაია ბლუაშვილი მუშაობას დირექტორის მოადგილედ გააგრძელებს.
ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი