

31 მაისს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხზე ხაზგასმით აღნიშნავს. წლევანდელი დღის თემაა „თამბაქო – გარემოს საფრთხე“.
2022 წლის დეკემბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. დეკემბრიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა.
აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა.
თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას და 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს. თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით ქვეყნის უკუგება 5 წელიწადში 161 ლარი და 15 წელიწადში კი 357 ლარი იქნება.
თამბაქო – გარემოს საფრთხე
შემოგვიერთდით! ჩვენ ერთად შევქმნით საქართველოს თამბაქოს კვამლის გარეშე!
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე