სოფლად მცხოვრები ფერმერების უმრავლესობა აგრობარათების სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობს.
ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ფერმერებს, რომელთაც საკუთრებაში 0,25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აქვთ დარეგისტრირებული. აგრობარათზე დარიცხული სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარზე 300 ლარით განისაზღვრება.
ფერმერებს პრობლემები მიწის არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრეეების გამო შეექმნათ. ისინი არაიდენტიფიცირებულები არიან, რადგან საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაციისას მათი ვინაობა პირადი ნომრებით არ მიეთითა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაცით, არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრეების დასადგენად ფერმერმა საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს და მის მისამართზე რეგისტრირებული ყველა პირის პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს. ეს მომსახურება ფასიანია და 75 ლარი ღირს.
ფერმერებს, რომელთა მიწის თანამესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია იდენტიფიცირებულია და რამდენიმე მიწის ნაკვეთის ფართობი ჯამში 0,25 ჰა-ს შეადგენს, აგრობარათზე ქულები დაერიცხებათ.
ბაზალეთში მცხოვრები ვლადიმერ კაპანაძე იმ ფერმერთა შორის აღმოჩნდა, რომელთაც მიწის არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრეები ჰყავს. ის ამბობს, რომ აგრობარათზე რა თანხაც უნდა დაერიცხოს, იმაზე მეტი საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის დაზუსტებას სჭირდება. ამიტომ ის სასუქსა და ვაზის შესაწამლ საშუალებებს ისევ საკუთარი სახსრებით შეიძენს.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოფლებში უფრო მეტია ის ფერმერები, რომლებმაც მიწის თანამესაკუთრეთა საკითხის გაურკვევლობის გამო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით ვერ ისარგებლეს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.