სკოლის დამთავრება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
ბავშვობასთან განშორება თან უხარიათ და თანაც ეძნელებათ ვერტყვიჭალის სკოლის კურსდამთავრებულ ოქროსმედალოსნებს – ნათია გოგოლაძეს, ნანა და ნინო ლომიძეებს. მათი უპირველესი მიზანი ახლა სტუდენტობაა და ამისთვის ბევრს შრომობენ. სკოლაში გატარებულ თორმეტ წელს ნაყოფიერად მიიჩნევენ, რადგან საუკეთესო მეგობრები აქ შეიძინეს, დაეუფლენ ისეთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში გამოადგებათ. სამივე მათგანს პროფესიის დაუფლების შემდეგ მშობლიურ სოფელში – ხუნევსა და ბჟინევში დაბრუნება და საქმიანობის აქ გაგრძელება სურთ.
საკუთარი თავი ხელმძღვანელად და ლიდერად წარმოუდგენია ნათია გოგოლაძეს. ის სწავლის გაგრძელებას ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ილიაუნში ან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გეგმავს. სკოლაში მას ყველაზე ძალიან ინგლისური და გეოგრაფია უყვარდა. ნათიას სურვილია, რომ საქართველოში სწავლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში ცოდნა გაიღრმავოს. მას საინტერესო მიზნები აქვს – მშობლიური სოფელი ბჟინევი ყველა სეზონისთვის მიმზიდველ კურორტად უნდა აქციოს.
თავისუფალ დროს სულ ვმღერიო, – ამბობს ნათია და თავისი შთაგონების წყაროდ რობინ რიანა ფენტი მიაჩნია. ამ მომღერლის მსგავსად, მასაც თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად სიმღერა, ბიზნესი და ქველმოქმედება მიაჩნია. ნათია გოგოლაძეს სურს, რომ ხარაგაულის ყველა სოფელში გასართობი ადგილები, პარკები, სკვერები, დასასვენებელი სივრცეები მოეწყოს.
„ვფიქრობ, წინ რთული ცხოვრება გველოდება და ამიტომ მე და ჩემს თანატოლებს მაქსიმალურად მობილიზება, საკუთარი თავის რწმენა და ცოდნის დაუფლება გვმართებს“, – ამბობს ნათია გოგოლაძე.
ტყუპმა დებმა ნანა და ნინო ლომიძეებმა ცხრა კლასი ხუნევის სკოლაში დაამთავრეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ მათ წარმატებასა და ოქროს მედლის მოპოვებაში უდიდესი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით. ამიტომ ხუნევისა და ვერტყვიჭალის სკოლის მასწავლებლებს მადლობას უხდიან.
დებს სამედიცინო სფერო აინტერესებთ – ნანამ ექიმი მასაჟისტის პროფესია აირჩა, ნინომ – ფარმაცევტობა. ორივეს საყვარელი საგანი ქიმია და ბიოლოგიაა. ნანა და ნინო ძალიან შრომისმოყვარეები არიან. სკოლაში ყველა საგანი არ უყვარდათ, თუმცა თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ კარგად ესწავლათ.
ნანას და ნინოს ერთნაირი გემოვნება აქვთ – ორივეს ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი და ჭადრაკი. ახლახან ჭადრაკში რაიონულ პირველობაზე ნანამ მეორე, ნინომ კი მესამე ადგილი მოიპოვა გოგონათა შორის. მათი აზრით, სპორტის სხვადასხვა სახეობები ყველა სკოლის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობენ. ნანას საგამოძიებო ლიტერატურა იტაცებს. ამიტომ, ექიმობასთან ერთად, მომავალ პროფესიად სამართალმცოდნეობაც მიუთითა. პოლიციელობა ნანას ბავშვობის ოცნებაა.
ტყუპები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. არასდროს გვიკადრებია, რომ ერთმანეთის მაგივრად გაკვეთილი მოგვეყოლაო, – ამბობენ ისინი.
ხარაგაულის სოფლებიდან მიგრაცია ორივეს ძალიან აწუხებს. ამიტომ ნანა და ნინო, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ხარაგაულში მასაჟის კაბინეტისა და აფთიაქის გახსნას გეგმავენ. ხელისუფლებამ მოსახლეობას უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინოს და ხალხის საჭიროებები გაითვალისწინოსო, – ამბობენ.
ტყუპებს ძალიან უნდათ, რომ მომავალში მშობლებმა მათი წარმატებითა და კარგი ადამიანობით იამაყონ.
ჩვენც წარმატებულ და საამაყო მომავალს ვუსურვებთ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.