

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“ ტარდება.
კიცხის ზონის სოფლების სკოლებიდან ამ შეჯიბრებაში კიცხის, ბორისა და ვარძიის სკოლები ჩაერთვნენ, ძირულას ხეობის სოფლების სკოლებიდან – ხევის, ნადაბურის, ვერტყვიჭალისა და ბორითის სკოლები. ჩხერიმელას ხეობის სოფლების სკოლებიდან – ლეღვანის, მოლითის, ზვარეს, მარელისისა და ვახანის სკოლები.
ზონალურად ჩატარებულ შეჯიბრებებში ბორის, ხევისა და ზვარეს სკოლების გუნდებმა გაიმარჯვეს. ხარაგაულის #2, #3 სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის გუნდები ერთმანეთს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ხვალ, 25 მაისს, შეხვდებიან.
„მხიარული სტარტების“ ორგანიზატორია ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“