
დღეიდან, 10 მაისიდან, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო და ეს პროცესი 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე სკოლაში უნდა დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა:
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყონ.
პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხეტაპიანი. პირველ ეტაპზე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები დარეგისტრირდენ.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო IV ეტაპიზე (4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით) გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში მიიღებიან ის ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ.
წიფის სკოლის მოსწავლე ნათია გუდაძის ნახატების გამოფენა სკოლაში
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში, 3 მარტს,
სკოლის დამთავრება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ადამიანის
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხარაგაულში რამდენიმე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“