ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა დღეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერს, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორს, წარმოშობით ხარაგაულელ დავით მაღრაძეს უმასპინძლა.
მან დაინტერესებულ საზოგადოებას იმ საერთაშორისო პროექტის – „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ – შესახებ უამბო, რომლითაც 2017 წლის ნოემბერში მსოფლიო სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელს მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა.
დავით მაღრაძე ამ უმნიშვნელოვანესი კვლევის კოორდინატორია. კვლევას, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
„მარნეულში ჩვენმა აღმოჩენამ 600 – 1000 წლით უკან გადაწია ღვინის წარმოშობის ისტორია, – აღნიშნა დავით მაღრაძემ შეხვედრაზე, – მანამდე, 1996 წელს ჩატარებული კვლევევებით, ღვინის სამშობლოდ ირანი ითვლებოდა.“
გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმი გაიხსნა. საფრანგეთის მთავრობის ინიციატივით დაფუძნებული ეს მუზეუმი ბორდოს მერმა და საქართველოს პრემიერმა გახსნეს. საქართველო გახსნის პირველივე წელს არის ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის მასპინძელი ქვეყანა.
დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ 2014 წელს დაწყებული ეს პროექტი დღესაც გრძელდება რამდენიმე მიმართულებით. 2018 წლის ბოლოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ქართული ვაზისა და ღვინის ცნობადობის გაზრდას.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ დავით მაღრაძეს მადლობა გადაუხადეს საინტერესო პრეზენტაციისათვის.
დავით მაღრაძემ კი მშობლიური რაიონის მუზეუმს საჩუქრად ღვინის კულტურის შესახებ წიგნები და ღვინის სააგენტოს საჩუქარი – ბორდოს გამოფენისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტა გადასცა.
ლაურა გოგოლაძე
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის