სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“.
სამწლიანი პროექტის მიზანია ველური ვაზის გავრცელების თანამედროვე არეალის შესწავლა, საქართველოს ფარგლებში ახალი ფორმების მოძიება, მათი დაცვის მიზნით ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება, ველური ვაზის დაცვის სტრატეგიის ჩამოყალიბება, კოლექციაში არსებული ველური ვაზის ფორმების აღწერა და კატალოგის მომზადება.
2019-2020 წლებში მოძიებულია ველური ვაზის 6 ახალი პოპულაცია და 17 მცენარე, გასამრავლებლად შეგროვებულია 66 გენოტიპი. ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული.
„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი დავით მაღრაძე ამბობს, რომ „საქართველო მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლოა. ქართული ვაზის მრავალფეროვანი ჯიშები ველური ვაზიდან მოდის. ჯერ ადამიანმა ტყეში გაიცნო მცენარე და მერე მოიშინაურა, გადმოიტანა კულტურაში.
ეს ველური მცენარეები მეცხრამეტე საუკუნიდან ჭრაქმა და ფილოქსერამ შეამცირა. ამიტომ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი შესწავლა, შეგროვება და კვლევა.
ამჟამადაც ექსპედიაში ვართ ქვემო ქართლში. აქ მცენარეებს შევისწავლით და სხვადასხვა მიმართულებით გამოვიკვლევთ; მაგალითად, მეღვინეობის თვალსაზრისით – რამდენად ახლოს არის ძველი მეღვინეობა ახალთან. საბოლოოდ, ამ კვლევების საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ სტრატეგიას, თუ როგორ გადავარჩინოთ ველური ვაზი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან უკვე 300-მდე მცენარე მოვიძიეთ.
თქვენი მედიაორგანიზაციის საშუალებით მინდა საქართველოს მოსახლეობას ვთხოვო, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტყეებში გავრცელებულ ველურ ვაზზე. თუ ვინმეს აქვს ნანახი ტყეებში წვრილმარცვლიანი ყურძენი, დაგვიკავშირდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში“.
ნინო კაპანაძე
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის