ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრის მუზეუმს 28 ნახატი შეემატა.
ეს ნახატები შეიქმნა ტრადიციულ პლენერზე „გამა“, რომელიც წელს მეშვიდედ გაიმართა. პლენერში მონაწილე 26 მხატვარი ფერწერულ ტილოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ. ამერიკიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან 15 ემიგრანტი მხატვარი პლენერში დისტანციურად ჩაერთო.
პლენერის სიახლე იყო ის, რომ ხარაგაულის ხედები ცნობილი ფოტოხელოვანების – ნინო ჯაჯანიძისა და ბაბუა ალუდაურის ობიექტივში მოხვდა.
ღონისძიების დახურვის ცერემონია ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა და მასში ცნობილი საოპერო მომღერლები – მამუკა ლომიძე, ხათუნა ჭოხონელიძე, არმაზ დარაშვილი, ბადრი ადამია, ბაია გრიგოლია, ელიზა ხარაძე მონაწილეობდნენ.
„გამას“ ორგანიზატორის, ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ყველა მონაწილე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კერძო პირებისგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
ღორეშის სკოლის ხელოვნების მასწავლებელი რუსუდან ფოჩხუა წლებია, რაც პლენერში მონაწილეობს. ის ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხელოვან ხალხთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება „უკვე ნაცნობი ხედების ტილოზე გადატანისას თითქოს ახალი ემოცია მეუფლება და იმ პეიზაჟსაც განსაკუთრებული ფერებითა და განწყობით ვქმნი. „გამა“ ბედნიერებას მანიჭებს“, – ამბობს რუსუდან ფოჩხუა.
ყოველწლიურად საგანგებოდ ემზადება პლენერისთვის მხატვარი ზეინაბ ბუაჩიძე. წელს მან პეიზაჟი „სამგლიის სერიდან“ შექმნა, საიდანაც ჩანს დაბა ხარაგაული და ჩხერის ციხე. მისთვის „გამაში“ მონაწილეობა დიდი სტიმულია. ძირითადი პროფესიიდან, ისტორიის პედაგოგობიდან გამომდინარე, ხატვას დიდ დროს ვეღარ უთმობს და ამიტომ ეს ერთი დღე კი მისთვის დღესასწაულია.
მხატვარი ხათუნა სონღულაშვილი „გამაში“ პირველად ჩაერთო. ხარაგაულში ცნობილ კოლეგებთან შეხვედრა მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ პლენერი ხელს უწყობს როგორც მხატვრების, ისე ხარაგაულის პოპულარიზაციას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ნახატი ხარაგაულელებისადმი სიყვარულით შეიქმნა.
თვენახევრის შემდეგ, რაც პლენერზე შექმნილი ნახატები გაშრება და ჩარჩოში ჩაისმება, მათი დათვალიერება ლიტერატურულ თეატრში ყველა მსურველს შეეძლება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების