12 მაისს, ანდრიაობის დღესასწაულზე, მთა რკინისჯვარზე მასშტაბური ორგანიზებული პილიგრიმული ტური ვერ შედგება.
„საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობას იანვრიდან ვიწყებთ ხოლმე, – ამბობს რკინისჯვარზე ტრადიციული პილიგრიმული ტურების ორგანიზატორი შოთა ხარატიშვილი, – წელს იანვარში ისეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო, რომ მასშტაბურ მსვლელობას ვერ დავგეგმავდით. კორონავირუსის პანდემიამ ამ ტურის ორგანიზებაში ხელი 2020 და 2021 წელსაც შეგვიშალა. ნებისმიერ მსურველს, რასაკვირველია, თავად შეუძლია დაგეგმოს მსვლელობა რკინისჯვარზე“.
12 მაისს ანდრიაობის რკინისჯვარზე აღნიშვნის ტრადიციას ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა საფუძველი 21 წლის წინ, შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, ჩაუყარეს. 2019 წელს ამ დღესასწაულში ათასამდე მომლოცველი ჩაერთო. მომლოცველებთან ერთად მაშინ რკინისჯვარზე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი იმყოფებოდა.
თქმულების თანახმად, ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში რამდენიმე მთაზე, მათ შორის ხარაგაულში მთა რკინისჯვარზე, ჯვარი აღმართა.
ამავე თემაზე:
ანდრიაობა რკინისჯვარზე
ხარაგაულში, ანდრიაობას, რკინისჯვარზე (ვიდეო)
მომლოცველები რკინისჯვარზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.