

დღეს ვფიქრობდი, რა კარგია ერთი დღე მაინც რომ არსებობს წელიწადში, როცა ყველა ერთად ვართ.
ვოცდებით ახალი თაობის ზრდის ტემპით, მათი უკიდეგანო განვითარებულობით. უფროსი ნათესავების გამოცდილებებს ვიზიარებთ და ჩვენც ვუზიარებთ სამომავლო გეგმებს. ისინი კი სულ იმედით გვავსებენ, გვეუბნებიან, რომ ჩვენთან იქნებიან ჭირშიც და ლხინშიც. რომ რაღაცები რთულია, მაგრამ ხიბლიც მათში ზუსტად ეს არის.
თამადა სადღეგრძელოების ტრადიციულ გზას მიყვება, მაგრამ უნიკალური ამ სადღეგრძელოებში ის სახელებია, რომლებიც სუფრის წევრებისადმი დიდი სიყვარულით ჟღერდება.
ბავშვები თამაშობენ…ბიძები ხელიხელ გადახვეულნი პერსონალურ სადღეგრძელოებს ამბობენ… იქეთ, სადღაც მთელი წლის უნახავი ბიძაშვილები საუბრობენ… დედა კი ტრიალებს, ტრიალებს დაუსრულებლად, ყველაფერი ხომ წესრიგში უნდა იყოს?!
მერე… მერე წასვლის დროც მოვა.
სახლამდე გზა გრძელია.
უცებ იცვლება ემოციებიც.
ვიცით, რომ ვიშლებით. (პ.ს შესაძლოა მომავალ წლამდეც).
საუბრის ტემპი ჩქარდება.
ყველაფრის მოყოლა უნდათ, დრო კი არ იცდის.
არ იცდის საქმე, ოჯახი, სამსახური…
მერე ვიღაც იტყვის, „აბა, ჰე“ და მიდიან.
მომენტი რჩება მომენტად და დრო რჩება დროდ.
მიდიან და მიაქვთ ჩვენგან რაღაც პატარა, მაგრამ ბევრის, ძალიან ბევრის დამტევი.
მიდიან და მიაქვთ ჩვენი პატარა გულის დიდი ნაწილი.
თამთა კიკნაძე
24.03.2022
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე