

94 წლის ასაკში ღვაწლმოსილი ხარაგაულელი, წლების განმავლობაში მოსამართლე და ნოტარიუსი კლარა (ცაცა) გუდაძე გარდაიცვალა.
კლარა გუდაძე 1927 წლის 6 ნოემბერს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1965-1976 წლებში ხარაგაულის რაიონის მოსამართლედ მუშაობდა. მანამდე ის ხარაგაულში ნოტარიუსი გახლდათ და ეს საქმიანობა მოსამართლეობის შემდეგ, 2007 წლამდე გააგრძელა.
კლარა გუდაძე ხშირად იყო „ჩემი ხარაგაულის“ რესპონდენტი. ის სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა მოსამართლეობისას გამოტანილი გადაწყვეტილებების ობიქტურობითა და სამართლიანობით.
ამბობდა, რომ „ყოველთვის ცდილობდა განსასჯელის „ტყავში შეძვრომას“ და განაჩენის ამგვარად გამოტანას.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს კლარა გუდაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.
გთავაზობთ კლარა გუდაძესთან შარშან ჩაწერილ ინტერვიუს:
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე